სიახლეები

ოციალურ-პედაგოგიური ცენტრის „კომპასი“ ბენეფიციარებმა დაასრულეს 3 თვიანი კურსი  „ბარის და სარესტორნო საქმე“
29 სექ

ოციალურ-პედაგოგიური ცენტრის „კომპასი“ ბენეფიციარებმა დაასრულეს 3 თვიანი კურსი „ბარის და სარესტორნო საქმე“

28 სექტემბერს სოციალურ-პედაგოგიური ცენტრის „კომპასი“ ბენეფიციარებმა დაასრულეს 3 თვიანი კურსი „ბარის და სარესტორნო საქმე“ და გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. მოზარდებმა შეისწავლეს უალკოჰოლო კოქტეილების მომზადება, მაგიდის სერვირება, სასმელების დასახელებები და მათი წარმოშობის ისტორიები.

ტრენერი: „ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოზარდობიდანვე ადამიანებს გაუჩნდეთ სწორი ხედვა ჰორეკას (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) მიმართ. მონაწილეებმა შეიძინეს როგორც მომუშავე პერსონალისათვის საჭირო უნარები, ასევე მომხმარებლის მხრიდან დაინახეს თუ რას ნიშნავს მომსახურების მაღალი სტანდატი“.

მოზარდი, 16 წლის: „ჩემთვის საინტერესო კურსი იყო. ვისწავლე სასმელების ისტორია, როგორ იღებენ სხვადასხვა სასმელს; გავაკეთე უალკოჰოლო კოქტეილები, რასაც შემდეგ ვაგემოვნებდი. ყველაზე მეტად მომეწონა მოჰიტო და სმუზი. ამ ცოდნას გამოვიყენებ მომავალში, გავუზიარებ მეგობრებს, გავუმასპინძლდები ჩემს მიერ მომზადებული კოქტეილებით.“

წარმატებებს ვუსურვებთ მოზარდებს და ვიმედოვნებთ რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში გამოადგებათ ამ მიმართულებით დასაქმებაში.