2019 წლის იანვრიდან გაიხსნა ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიასა“ (DCFG) და შვეიცარულ ორგანიზაციას „VEBO“ (აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სამსახურის განვითარების ასოციაცია) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი, სოციალურ-პედაგოგიური ცენტრის „კომპასი“ პროექტის განხორციელება, რომელიც სრულიად ახალი და ინოვაციური სიტყვაა ბავშვზე ზრუნვის სფეროში.
ფინანსური ინვესტირების გარდა, შვეიცარული მხარე იღებს პასუხისმგებლობას, გაგვიზიაროს არსებული გამოცდილება; სამი წლის განმავლობაში გაუწიოს პროექტს მონიტორინგი და მხარდაჭერა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2019 წლიდან 12-18 წლის ასაკის ქცევითი სირთულეების მქონე მოზარდებისათვის ფუნქციონირებს სოციალურ-პედაგოგიური ცენტრი[U4] „კომპასი“.
ცენტრში მოზარდებთან მუშაობა ძირითადად მიმდინარეობს ევროპულ ქვეყნებში ფართოდ დანერგილი და აპრობირებული სოციალურ-პედაგოგიური მეთოდებით და საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა თერაპიული მიდგომებით, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის/ მოზარდის რეაბილიტაციას, ასევე იმ გარემოს გაძლიერებას სადაც მოზარდს უწევს ცხოვრება. ეს ყოველივე ხელს უწყობს ახალი პერსპექტივების დასახვას ახალგაზრდა ადამინის ცხოვრებაში, რაც მათი დამოუკიდებელი ცხოვრების წინაპირობაა.
ცენტრის ბენეფიციართათვის ხდება : თერაპიული მოტივაციიის ამაღლება; რთულის რთული ქცევის პრევენცია; ქცევის გაცნობიერების ხელშეწყობა; სოციალური კომპეტენციების სწავლება; სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.
მოზარდების ცენტრში გადმომისართება და ჩართვა მემორანდუმის საფუძველზე ხდება 2 სტრუქტურიდან:
· საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო;
· საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პრობაციის ეროვნული სააგენტო - არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები და განრიდებული მოზარდები.
მომსახურების მიღება შეუძლიათ არასრულწლოვან მოზარდებს, თვითდინებით მომართვის შემთხვევაში.
ცენტრი ვერ გაუწევს მომსახურებას მოზარდებს;
ა) ენდოგენური დარღვევებით;
ბ) გონებრივი ჩამორჩენით (საშუალო და ღრმა)
გ) ნებისმიერი სახის ადიქციით.
მომსახურების მიღების შესაძლებლობის ხანგრძლივობა/ვადები: 3 დან 9 თვემდე თითოეული ბენეფიციარისთვის, საჭიროების შესაბამისად.
მომსახურების საფასური
მომსახურება უფასოა : საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გადმომისამართებული მოზარდებისთვის.
მომსახურება ფასიანია- ცენტრში თვითდინებით შემოსული პირებისთვის საფასური დაანგარიშდება გაწეული მომსახურების შესაბამისად.