დღეს 23 მარტს, სოციალურ-პედაგოგიური ცენტრის „კომპასი“ ექვსი ბენეფიციარი იმყოფებოდა კოლეჯში „მერმისი“, სადაც დაათვალიერეს სტილისტობის, ხის მხატვრული დამუშავების, თექის, კულინარიის, ტყავის დამუშავების, ელექტროობის შემსწავლელი და სხვა ჯგუფები.
მოზარდებს ტრენერები და მსმენელები აცნობდნენ ჯგუფის სპეციფიკას, შეძენილ უნარებს და პროფესიის მნიშვნელობას, დასაქმების შანსს და პასუხობდნენ ჩვენი ბენეფიციარების მიერ დასმულ შეკითხვებს.
მოზარდებისათვის ეს ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რადგან 9 კლასს ასრულებენ და მომავალი პროფესიის შეძენის მიზნით აბარებენ კოლეჯში. ვიზიტის შემდეგ მათ იმსჯელეს საკუთარ არჩევანზე და მათთვის უფრო რეალური და შეხებადი გახდა მომავალი პროფესია.